სოფი ლორენის ვაჟი, კარლო პონტი მიმართვას ავრცელებს

სოფი ლორენის ვაჟი, კარლო პონტი მიმართვას ავრცელებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალებას ცნობილი იტალიელი დირიჟორი კარლო პონტი უმცროსი გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილი გაავრცელა:

„მე და ჩემი ოჯახი ძალიან ვწუხვართ უწმინდესის ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი უწმინდესობის შემართებული და გადამწყვეტი მოღვაწეობა ქართველი ხალხის მიმართ, წარუშლელად და შთაგონებად დარჩება ყველა დროისათვის. დაე, მშვიდობით განისვენოს“, – წერს კარლო პონტი.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ. 18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო და გაგრძელდება 22 მარტამდე, მის დაკრძალვამდე.

Leave a Comment