უმძიმესი ავარია ამერიკაში და ბრალდებული ქართველი ადვოკატი – გამოძიების ცნობით, 36 წლის ქალი საჭეს ნასვამი მართავდა: გარდაცვლილები პასტორი და მისი მეუღლე არიან

უმძიმესი ავარია ამერიკაში და ბრალდებული ქართველი ადვოკატი – გამოძიების ცნობით, 36 წლის ქალი საჭეს ნასვამი მართავდა: გარდაცვლილები პასტორი და მისი მეუღლე არიან

36 წლის დი­ა­ნა ქუ­თა­თე­ლა­ძეს, რო­მე­ლიც ლონგ-აი­ლენ­დზე სა­ი­მიგ­რა­ციო სა­მარ­თლის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ობ­და, ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს. სა­ვა­რა­უ­დოდ ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა მძღოლ­მა მრა­ვალ­მხრი­ვი ავა­რია გა­მო­იწ­ვია, რა­საც ხან­დაზ­მუ­ლი წყვი­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. უცხო­უ­რი მე­დია, მომ­ხდარ­ზე უმ­ძი­მეს დე­ტა­ლებს აქ­ვეყ­ნებს.

რა მოხ­და 15 მარტს – სა­ბე­დის­წე­რო ავა­რია

ნიუ-იორ­კის შტა­ტის პო­ლი­ცი­ამ ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა, რომ ოფიც­რე­ბი გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე „მრა­ვალ­მხრი­ვი შე­ჯა­ხე­ბის“ შე­სა­ხებ მი­ვიდ­ნენ სამ­ხრეთ სტე­იტ პარ­კვე­ი­ზე (Southern State Parkway), ქა­ლაქ ჰემპს­ტედ­თან, ნა­სა­უს ოლ­ქში, კვი­რას, 15 მარტს, და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის 10:13 სა­ათ­ზე.

ორ­შა­ბათს, 16 მარტს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­სულ პო­ლი­ცი­ას აღ­მო­სავ­ლე­თით მი­მა­ვალ ზო­ლებ­ში რამ­დე­ნი­მე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი დახ­ვდა.

წი­ნას­წა­რი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 36 წლის დი­ა­ნა ქუ­თა­თე­ლა­ძე, რო­მე­ლიც ოუ­შენ­სა­იდ­ში ცხოვ­რობს, შემ­თხვე­ვის დროს მარ­თავ­და შავ, 2020 წლის Cadillac Escalade-ს და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მის­მა ავ­ტო­მო­ბილ­მა ჯერ „გვერ­დი გაჰ­კრა ნაც­რის­ფერ BMW-ს, რო­მე­ლიც მარ­ცხე­ნა ზოლ­ში მოძ­რა­ობ­და. ამის შემ­დეგ ქუ­თა­თე­ლა­ძემ და­კარ­გა კონ­ტრო­ლი სა­ჭე­ზე, გა­დაკ­ვე­თა გამ­ყო­ფი ზოლი, გა­და­ვი­და სა­პი­რის­პი­რო (აღ­მო­სავ­ლე­თის) მი­მარ­თუ­ლე­ბის ზო­ლებ­ში და რამ­დე­ნი­მე ავ­ტო­მო­ბილს შე­ე­ჯა­ხა,“ – ნათ­ქვა­მია პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

პო­ლი­ცი­ამ და­ად­გი­ნა ორი მსხვერ­პლის ვი­ნა­ო­ბა: დო­ნალდ მაქსვე­ლი (82 წლის) და ლი­სენტ ბ. მაქსვე­ლი (88 წლის). წყვი­ლი, რო­მე­ლიც Toyota Highlander-ში მგზავ­რის სტა­ტუ­სით იმ­ყო­ფე­ბო­და, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. განაგრძეთ კითხვა>>>

Leave a Comment