„შუბერტის „ავე მარია“ სოფიკომ შეასრულა. ისეთი ნაზი და მოსაწონი იყო, იმ საღამოს გადაწყდა, რომ მე უნდა დამეწერა „ავე მარია“. ასე რომ, ქალბატონო სოფიკო, თქვენ გეკუთვნით ინიციატივა ამ დიდი საქმისა, – ეს სიტყვები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ წლების წინ მომღერალ სოფო ნიჟარაძეს უთხრა.
ამბავი კი ეხებოდა, პატრიარქის მიერ “ავე მარიას” დაწერას. როგორც ილია II-მ აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება მან სოფო ნიჟარაძის მოსმენის შემდეგ მიიღო და დაწერა საგალობელი, რომელსაც დღეს შეუძლებელია, ცრემლების გარეშე მოუსმინო.
ძველი კადრები საკუთარ გვერდზე სოფო ნიჟარაძემაც გააზიარა:
„ვერ ვიჯერებდი, რით დავიმსახურე ეს ყოველივე. მთელი ცხოვრება მემახსოვრება და მადლიერი ვიქნები ყოველი სიტყვისთვის“, – წერს სოფო.
ახლა, როცა ქართველი ხალხი ილია II-ს უკანასკნელ გზაზე აცილებს, სოფო ნიჟარაძემ საგალობელი “ტვ პირველის” ეთერში კიდევ ერთხელ შეასრულა და სწორედ პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა: „ეძღვნება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მარადიულ ხსოვნას“, – წერს მომღერალი.





