სოფი ლორენის ოჯახი ქართველი ხალხისთვის სამძიმრის წერილს ავრცელებს

სოფი ლორენის ოჯახი ქართველი ხალხისთვის სამძიმრის წერილს ავრცელებს

„მე და ჩემი ოჯახი ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი უმნიშვნელოვანესი და შთამაგონებელი მოღვაწეობა ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ წარუშლელი დარჩება და მუდამ იქნება შთაგონების წყარო ყველასთვის.

განისვენოს მისმა სულმა საუკუნო და მშვიდ გარემოში”, – წერს სოციალურ ქსელში სოფი ლორენის ვაჟი, კარლო პონტი უმცროსი და ოჯახის სახელით უსამძიმრებს საქართველოს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 22 მარტს თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში გადაასვენეს და დაკრძალეს.

“გვიყვარხარ,პატრიარქო”,- ისმოდა ხალხის ნაკადიდან, რომელიც ილია მეორეს უკანასკნელი განსასვენებლისკენ მიაცილებდა.

“მიყვარხარ, საქართველო”- ამბობდა ილია II და დღეს საპასუხოდ საქართველოსგანაც იგივე მიიღო.

Leave a Comment