“ისე უხერხულად ვარ, სად დავიმალო აღარ ვიცი, ამ ქალბატონთან არანაირი პრეტენზია” – რას წერს გურამ შეროზია ?

“ისე უხერხულად ვარ, სად დავიმალო აღარ ვიცი, ამ ქალბატონთან არანაირი პრეტენზია” – რას წერს გურამ შეროზია ?

ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საქართველოს პირველი ლედის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.

“თან არ მინდა, დავუმატო ნერვიულობა, არ მგონია თავად კარგ დღეში იყოს და ჩაჭერა არ არის საჭირო… 🤍

მაგრამ, აი ერთი ცალი “პრეზიდენტი და პირველი ლედი” ჰყავს ქვეყანას, რა გახდა მომზადება ინგლისურში, ან საჯარო გამოსვლის ხელოვნება, მეტყველება… ან სავალდებულოა, რომ რამე თქვას? მშვენივრად გამოიყურება, რომ იჯდეს და თავი აქნიოს ღიმილით? 🙏

ან, ამხელლააა პარტიაში ნუთუ ვერ მოიძებნა ადამიანი, ვისაც უბრალოდ რამდენიმე ენა ეცოდინება და თან ორ სიტყვას გააზრებულად გადააბამს ერთმანეთს? დიპლომს ვიღა ჩივის:))

ისე უხერხულად ვარ, სად დავიმალო აღარ ვიცი🙈

ამ ქალბატონთან არანაირი პრეტენზია, ისაა დამნაშავე, ვინც ამას და მის ქმარს ეს ტანჯვა მიუსაჯა 🙏” – წერს შეროზია

Leave a Comment