გაცემულია მსახიობ ჰანდე ერჩელის დაკავების ორდერი – რას ედავებიან ცნობილ თურქ მსახიობს ?

გაცემულია მსახიობ ჰანდე ერჩელის დაკავების ორდერი – რას ედავებიან ცნობილ თურქ მსახიობს ?

თურქეთში, ნარკოტიკებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა 14 პირი დააკავეს.

თურქული მედიის ცნობით, დაკავებულებს შორის არიან სხვადასხვა სფეროს ცნობილი წარმომადგენლები, მათ შორის, შოუ-ბიზნესის, ბიზნესისა და სპორტის ცნობილი ფიგურები.

როგორც მედია წერს, გამოძიების ფარგლებში, გაცემულია მსახიობ ჰანდე ერჩელის დაკავების ორდერიც.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან ბიზნესმენები, საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ ყოფილი პრეზიდენტი ფიკრეტ ორმანი, საფეხბურთო კლუბ „გალათასარაის“ ყოფილი პრეზიდენტი ბურაკ ელმასი, ჰაკან და ქერიმ საბანჯები, ასევე მოდელები დიდემ სოიდანი და გუზიდე დურანი.

სტამბოლის პროკურატურის ცნობით, გაცემულია 16 პირის დაკავების ორდერი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ნარკოტიკების პირადად მოხმარებაში ან ნარკოტიკების მოხმარების ხელშეწყობაში.

Leave a Comment