ნანუკა ჟორჟოლიანი თამარ ბაგრატიონის შესახებ: “მე ამი­ტომ მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ეს ვი­დეო არ გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა“

ნანუკა ჟორჟოლიანი თამარ ბაგრატიონის შესახებ: “მე ამი­ტომ მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ეს ვი­დეო არ გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა“

ბევრ თქვენგანს ემახსოვრება წლების წინ ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში მომხდარი სკანდალური შემთხვევა, როცა ლალი მოროშკინამ თაკო ფხაკაძეს არტერიაში ჩანგალი ჩაარტყა. ეს თემა წლების მანძილზე ტრიალებდა როგორც სატელევიზიო, ისე სოციალურ მედიაში. როცა ნანუკა ჟორჟოლიანმა ამ ამბავზე კომენტარი გააკეთა, “არტერიის” ნაცვლად გამოიყენა სიტყვა “არტილერია”, რაც შემდეგ განხილვისა და კრიტიკის კიდევ ერთ მთავარ თემად იქცა.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პირველი ლედის ამპლუაში აშშ-ში, გლობალურ სამიტზე წარსდგა თამარ ბაგრატიონი. მან 45 ქვეყნის წარმომადგენელს ინგლისურ ენაზე მიმართა. მიმართვის ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა და მეტყველების დროს დაშვებული შეცდომების გამო ბულინგისა და განსჯის ობიექტი გახდა.

ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართვა

“ბევ­რი წლის წინ, როცა ლალი მოროშკინამ “არ­ტი­ლე­რი­ა­ში“ ჩან­გა­ლი და­არ­ტყა თაკო ფხა­კა­ძეს, მა­შინ, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე რთუ­ლად წარ­მო­ვიდ­გენ­დი, დად­გე­ბო­და დღე, რომ ამ ამ­ბავ­ზე გა­მე­ცი­ნე­ბო­და.

მაშინ ადამიანებმა სირცხვილის დაფაზე გამაკრეს, ოღონდ 1-ან 2 თვით კი არა, წლების მანძილზე ატრიალებდნენ – „ნანულა“, „არტილერია“. ამბობდნენ, რომ წიგნიც არ მქონდა წაკითხული, წარმოუდგენელი დამცირება იყო ჩემ მიმართ.

ეს იყო ყვე­ლა­ზე დიდი სირ­ცხვი­ლის გრძნო­ბა, რაც მა­შინ მქონ­და. იმი­ტომ, რომ მარ­თლა მათ­რი­ეს, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ­რი­ეს“, – ამბობს ვიდეოში ნანუკა ჟორჟოლიანი. ის განმარტავს, რომ მაშინ კარგად გაიაზრა ბულინგის მნიშვნელობა. დღეს კი, როცა სოციალური ქსელი მოიცვა მიხეილ ყაველაშვილის მეუღლის, თამარ ბაგრატიონის გამოსვლამ აშშ-ში, გლობალურ სამიტზე, თავად ნანუკა ჟორჟოლიანმა ეს ვიდეო საკუთარ გვერდზე არ გააზიარა. 

„ქალ­ბა­ტო­ნი თა­მარ ბაგ­რა­ტი­ო­ნის ვი­დეო იმი­ტომ არ გა­ვა­ზი­ა­რე ჩემს გვერ­დზე, რომ არ მინ­დო­და ზუს­ტად იგი­ვე გა­ევ­ლო მას, რაც თა­ვის დრო­ზე მის­მა თა­ნა­მებ­რძო­ლებ­მა გა­მა­ტა­რეს მე ერთი შეც­დო­მის­თვის“.

Leave a Comment