სამტრედია–აბაშის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გადარჩენილი ლიკა კუჭუხიძე 5 აპრილს ნოე სულაბერიძის გადაცემაში იქნება სტუმრად.
ლიკა იმ სამწუხარო ტრაგედიის შესახებ ისაუბრებს, რამაც რამდენიმე თვის წინ სრულიად საქართველო შეძრა. შეგახსენებთ, რომ ლიკას მეუღლე აბაშაში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა.
„თითქოს რაღაცას გრძნობდა, უნდოდა, რომ ყველაფერი მოესწრო… ბაჩო როცა გადმობრუნებულ მანქანაში იყო თქვა, ლიკას მიმიხედეთო, ადამიანი რა გრძნობით უნდა გიყვარდეს, რომ ტოვებ ამ სამყაროს და კიდევ შენს საყვარელ ადამიანზე ფიქრობ… ჩემს გარდაცვალებას ელოდებოდა ყველა, ისე მძიმედ ვყოფილვარ… ლიკუნია, ჩვენი ბაჩო აღარ არისო, მანდ უკვე ყველაფერი ჩაქრა, სულის ტკივილამდე რომ ადამიანი მოგენატროს, აი მაგ დონეზე მენატრება…“, – ამბობს ლიკა კუჭუხიძე.
Post Views: 1,927





