ინსტაგრამს ახალი ფუნქცია ემატება

ინსტაგრამს ახალი ფუნქცია ემატება

📱 Instagram-ს პრემიუმ გამოწერის სერვისი ემატება | ახალი სერვისის ფარგლებში, აპლიკაციის ძირითადი ფუნქციები უფასო დარჩება, თუმცა მომხმარებლებს, რომლებიც გამოწერას აირჩევენ, წვდომა ექნებათ ისეთ ექსკლუზიურ შესაძლებლობებზე, როგორიცაა ე.წ. სთორების დათვალიერება ანონიმურ რეჟიმში და იმის ნახვა, თუ ვინ ნახა მათი პოსტი მრავალჯერ.


🌐 ახალი ფუნქციები მომხმარებელს საშუალებას მისცემს, რომ კვირაში ერთი “სთორი” სხვა მომხმარებლების კედლებზე განსაკუთრებით გამოკვეთოს, რათა პრემიუმ სერვისის მქონე ადამიანის პოსტი უფრო მეტმა მომხმარებელმა ნახოს. ამასთან ერთად, პაკეტის მფლობელის სთორები გვერდზე 48 საათით შენარჩუნდება – ასევე მოიხსნება “ახლო მეგობრების” დამატების რაოდენობრივი შეზღუდვა.


💰 არსებული ინფორმაციით, Instagram Premium-ის ღირებულება $1-დან $2 დოლარამდე იქნება, თუმცა საბოლოო ფასი ჯერ განსაზღვრული არ არის.

წყარომთავარი Mtavari

Leave a Comment