ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და დაადასტურა, რომ ზაფხულში ვიქტორ ოსიმენი ნაპოლის დატოვებს.
“ჩვენ ვიცოდით ჯერ კიდევ ზაფხულში რომ ოსიმენი წავიდოდა. ამიტომაც გაიწელა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები. სად გააგრძელებს კარიერას ? არ ვიცი… რეალი, ინგლისური რომელიმე გრანდი ან “პსჟ” – განაცხადა ლაურენტისმა.
რაც შეეხება კვარაცხელიას, ლაურენტისს ხვიჩას შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. იტალიური მედიის ინფორმაციით მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ და კვარას კონტრაქტი გაუმჯობესდება. ქართველის გამოსასყყიდი თანხა გაიზრდება და ზაფხულში გრანდებს დიდი თანხის გადახდა მოუწევთ.
Post Views: 2,137