ნაპოლის მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ ლაციოსთან ნულოვანი ფრეს შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა.
“კვარას და ოსიმენის გარეშე შეტევაში ძალიან რთულია. ასეთი მოთამაშეების არყოლა დიდი დანაკლისია. მიუხედავად ყველაფრისა და ასეთი დანაკლისია, ძალიან ძლიერ გუნდთან ვითამაშეთ. დიდი მონდომებით თამაშობენ ფეხბურთელები და ვხედავთ რომ პროგრესი იგრძნობა” – განაცხადა მაძარიმ.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ ლაციოსთან მატჩი ყვითელი ბარათების გამო გამოტოვა.
კვარაცხელია მოედანს 4 თებერვალს, ვერონას წინააღმდეგ დაუბრუნდება.
Post Views: 9,798