ცნობილმა იტალილემა ჟურნალისტმა პაოლო დელ ჯენიომ რადიო Kiss Kiss-თან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ნაპოლიმ ქართველი როგორმე სამი წლით მაინც უნდა შეინარჩუნოს.
“რაც შეიძლება მალე უნდა გაუფორმონ ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი. არ მგონია რომ კვარაცხელია ნაპოლიში კიდევ 10 და მეტი წელი დარჩება. როგორმე 2-3 წლით უნდა მოახერხონ მისი გაჩერება გუნდში. კვარა ნამდვილი მოვლენაა და პოზიცია უნდა შეუცვალონ. მარცხნიდან ცენტრში უნდა გადაიყვანონ. ამ ბიჭს ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ის მეომარია” – განაცხადა ჟურნალისტმა.
Post Views: 1,659