სამწუხარო ინფორმაცია ნაპოლის ქომაგებს.
ვიქტორ ოსიმენი ტრავმირებულია და ამასთანავე ნაწლავური ინფექციით დაავადდა.
SKY Sport-ის ცნობით, ოსიმენი ნეაპოლში შაბათს ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის, გუნდს “ჯენოასთან” მატჩში ვერ დაეხმარება და “ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში მონაწილეობის მიღებისუფლებას იმ შემთხვევაში მისცემენ, თუ ჯანმრთელად იქნება.
როგორც ჩანს, კვარაცხელიას საუკეთესო გუნდელის გარეშე მოუწევს კვლავ გარკვეული პერიოდი მოედანზე თამაში.
Post Views: 1,751