ნაპოლისა და ჯენოას შეხვედრის დასრულების შემდეგ გუნდის ფეხბურთელები ტრადიციულად მოედანზე გულშემატკივრებთან ახლოს მივიდნენ და “ულტრასებს” მადლობა გადაუხადეს.
ნეაპოლურ პრესაში გავრცელდა ფოტოები, რომ ანგისამ და რაჰმანიმ დროზე ადრე დატოვეს სტადიონი და ფანებთან არც კი მივიდნენ.
ხვიჩა კვარაცხელია კაპიტანთან ერთად პირველი გაეშურა ქომაგებისკენ და თამაშის ვერმოგების გამო გულშემატკივრებს მოუბოდიშა.
“კვარაცხელია ულტრასებთან ყოველთვის თავაწეული მიდის და ტაშს იმსახურებს. ერთადერთია ამ ნაპოლიში, რომელიც შეტევაში გუნდს მაქსიმუმს აძლევს” – წერს ნეაპოლური გამოცემა.
Post Views: 37,230