ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.
კვარაცხელიამ კარგი მატჩი ჩაატარა ბარსელონას წინააღმდეგ, რაზეც მისი სტატისტიკაც მეტყველებს.
კვარა ბურთს სულ 50-ჯერ შეეხო. 28-დან 25 ზუსტი პასი გააკეთა, საიდანაც 3 საკვანძო გადაცემა იყო. ორჯერ დაარტყა კარისკენ სახიფათოდ და ორივე შემთხევაში გოლამდე ცოტა დააკლდა. 11-დან 6 ორთაბრძოლა მოიგო, ხოლო საჰაერო დუელი ერთი ჰქონდა და მასშიც გამარჯვებული დარჩა.
სტატისტიკური გვერისგან კი ხვიჩა ნაპოლის რიგებში ალექს მერეტის შემდეგ საუკეთესო იყო 7.6 ქულით.
Post Views: 5,762