იტალიური გამოცემა Corriere del Mezzogiorno ხვიჩა კვარაცხელიას მომავლის შესახებ წერს.
გამოცემა იუწყება, რომ ნაპოლის პრეიზდენტს აურელიო დე ლაურენტისს ხვიჩას გუნდში შენარჩუნება სურს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის რომ ქართველი კლუბში დატოვოს და სხვა გრანდში არ გადავიდეს.
გადაწყვეტილია რომ ოსიმენი მიდის, ხოლო კვარაცხელიას კი ლაურენტისი გუნდის მთავარ ვარსკვლავად განიხილავს და ქართველის გარშემო სურს გუნდის აწყობა.
კვარაცხელია ახლო პერიოდში ნაპოლის ბოსისგან ახალ, მეგაკონტრაქტს მიიღებს და არის საუბარი იმის თაობაზე, რომ კვარას წლიური ანაზღაურება 1.2 მილიონი ევროდად 6-7 მილიონამდეც გაიზარდოს.
Post Views: 850