„ღამის შოუს ბენდის“ წევრი და „პოსტივის“ დილის გადაცემის მომხიბვლელი წამყვანი ბაბი კირკიტაძე ახლახან მაყურებელს ახალი ვარცხნილობით გამოეცხადა, რომელშიც არაჩვეულებრივად გამოიყურება.
ბაბი იხსენებს გადაცემას, როცა მიხეილ ცაგარელი ჰყავდა მოყვანილი:
გარეგნულად ლომი ხარო. თან, იმ დღეს ვარცხნილობის გამო ფაფარაყრილი ლომივით ვიყავი. შინაგანად მაინც კირჩხიბი ხარო, ასე მითხრა. ეთერამდე შემხვდა, შემომხედა და მითხრა, ერთი-ორი წელი არ გინდა არაფერიო. დავინტერესდი, რატომ-მეთქი და მიპასუხა, ახლა იფურჩქნები შენ, ამიტომ ჯერ დაიცადეო. პირად რუკაშიც ასე აღმოჩნდა, რომ 29-30 წლის შემდეგ გავთხოვდები. ასე რომ, ორ წელიწადში დაიწყე ფიქრი ამ თემაზე, ჯერ არ გინდაო.
Post Views: 1,057