კატალონიის ბარსელონა მზადაა ბრაზილიელი გარემარბი რაფინია ალ ჰილალში 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდოს.
კატალონიელები ამ ტრანსფერით დიდ თანხას მიიღებენ და შეეძლებათ კვარაცხელიას სანაცვლოდ ნაპოლის წინადადება შესთავაზონ.
ესპანური გამოცემების ინფორმაციით, ბარსელონა რამდენიმე ფეხბურთელს აკვირდება, თუმცა მათ შორის ფავორიტი კვარაცხელიაა.
თუ ბარსელონა ხვიჩას სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს გადაიხდის, აურელიო დე ლაურენტისი თანახმა იქნება კვარაცხელიას წასვლაზე.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე კვარას და ნაპოლის კონტრაქტი არ გაუხანგრძლივებიათ და ქართველი ნაპოლიში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია.
Post Views: 6,050