თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, რომელსაც კორონავირუსის გადატანის შემდეგ სხვადასხვა დაავადებები განუვითარდა და მკურნალობის ხანგრძლივი ეტაპი გაიარა, ახლა თავს კარგად გრძნობს და როგორც თვითონვე ამბობს, გერმანიის კლინიკამ მისი მკურნალობა უკვე დაასრულა. დღეს ქალბატონი თინა იუბილარია და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ყველას დიდი მადლობა. წელიწადნახევრიანი ტანჯვის და უბედურების შემდეგ ნამდვილად შედგა დღეს დაბადების დღე! ვიცი ბევრს გაინტერესებთ და კარგი ამბავი ის არის, რომ გერმანიაში კლინიკამ დაასრულა ჩემი მკურნალობა.
წინ მხოლოდ რეაბილიტაცია და ცოტა მეტი მონდომებაა, რომ საბოლოოდ გავიმართო წელშიც და მუხლშიც
ყველას დიდი მადლობა ვინც მწერდით, მირეკავდით, მგულშემატკივრობდით, დარდობდით, გვერდში მედექით და კარგად გახდომის შეუძლებლობის მითს მინგრევდით ყოველდღიურად. განსაკუთრებით კი ჩემს ბიჭებს მოთმინებისთვის, სიყვარულისთვის, ყოველწამს ჩემს გვერდით დგომისთვის”, – წერს თინა ხიდაშელი.