La Gazzetta dello Sport ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს.
“ნაპოლის მწვრთნელი იმედოვნებს, რომ კვარას მალე დაიბრუნებს. ქართველი ტრავმის გამო ატალანტასთან ვერ თამაშობდა. კვარამ გუშინ მოედანზე ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა და მას ყოველდღიურად აკვირდებიან. ხვიჩას გარეშე დარჩენილმა ნაპოლიმ პირდაპირი მნიშვნელობით, შეტევაში ბრწყინვალება დაკარგა. გუნდი ჩავარდნილი სეზონის გადარჩენას ცდილობს, მთავარი მიზანი ევროტურნირების ზონაში მოხვედრაა, რის გამოც ხვიჩას დაბრუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია” – წერს გამოცემა.
“გაძეტა”-ს აზრით ხვიჩას გარეშე ნაპოლი ევროტურნირების ზონაშ ვერ მოხვდება.
შეგახსენებთ, რომ კვარა ტრავმას იშუშებს და მონცასთან დიდი ალბათობით იასპარეზებს.
Post Views: 1,913