ნაპოლის ოფიციალური რადიოს დირექტორმა ვალტერ დე მაჯომ გუნდის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიას მომავალ როლზე ისაუბრა.
მაჯომ განაცხადა, რომ ზაფხულში ნაპოლის 9 ფეხბურთელი დატოვებს, მათ შორის ოსიმენი და ზელინსკი. გუნდის პრეზიდენტს ანტონიო კონტეს დანიშვნა სურს და ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო უნდა გუნდის აწყობა.
რადიოს დირექტორმა ასევე თქვა რომ დიდი ცვლილებები იწყება და მომავალი სეზონისთვის ლაურენტისი გუნდის გასაძლიერებლად დიდ თანხას დახარჯავს.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ყველაფერი უახლოეს კვირებში გადაწყდება. თუ კვარაცხელია ოსიმენის მსგავს ანაზღაურებას მიიღებს, კლუბსი დარჩება და მთავარი ვარსკვლავი და ლიდერი გახდება.
Post Views: 2,991