ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა მონცასთან გამარჯვების შემდეგ ჯურნალისტებთან ისაუბრა და კვარაცხელიას ცვლილებაც ახსენა.
“გუნდი რომლის ნახვაც მე მსურს, მოედანზე მეორე ტაიმში ვნახე.
არ მივიღებ პრეტენზიებს იმის თაობაზე, რატომ არ ჩავრთე ტრავიდან ახალდაბრუნებული კვარაცხელია და ნგონგე მეორე ტაიმში თამაშში და რატომ ვათამაშე ისინი ძირითადში.
მათი სისწრაფე თავიდანვე მჭირდებოდა.” – განაცხადა კალცონამ.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ მონცას წინააღმდეგ 68 წუთი გაატარა მინდორზე და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
Post Views: 13,075