იტალიური გამოცემა IL MATTINO ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს და ამბობს რომ ბარსელონა ქართველ ვარსკვლავს აღარ იყიდის.
ამის მიზეზი კი ის გახლავთ რომ ნაპოლის პრეზიდენტმა ბარსელონას წარმომადგენლები უარით გაისტუმრა.
დე ლაურენტისს ხვიჩას დაკარგვა არ სურს და არანაირი თანხის სანაცვლოდ არ შეელევა ქართველს. ნაპოლის ბოსს ქართველის გარშემო სურს მომდევნო სეზონში გუნდის აწყობა.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას ნაპოლისთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
გავრცელებული ცნობების თანახმად, კვარა ნაპოლისთან ხელშეკრულებას კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს და გაზრდილ ხელფასსაც მიიღებს.
Post Views: 3,886