იტალიური გამოცემის Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ფრანჩესკო კალცონამ სავარჯიშო პროცესისას საკუთარი ფეხბურთელები გააკრიტიკა და მოთამაშეებს მათი ფოტოები აჩვენა, რომლებიც “ემპოლისთან” მატჩში იყო გადაღებული.
მწვრთნელი თავის ფეხბურთელებს სათამაშო განწყობას უწუნებს და უკამყოფილოა იმ შემართებით, რომელიც ნაპოლის მოთამაშეებს აქვთ.
ნაპოლის მწვრთნელი იმ ფაქტმაც აღაშფოთა, რომ მისი მოთამაშეები მატჩში ბოლომდე არ იბრძვიან.
როგორც ცნობილია, კალცონამ ვარჯიშზე მოთამაშეები ფიზიკურად ძალიან დატვირთა, ზედმეტად ავარჯიშა და დისციპლინის პრობლემების მოგვარებას შეუდგა.
Post Views: 7,395