პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმაურება და ამბობს, რომ ამას არავითარი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.
“მინდა მოქალაქეებს ავუხსნა სრული პასუხისმგებლობით, რომ ევროპარლამენტის ასეთ რეზოლუციას, ამ პროცესში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, არავითარი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მათი როლი არის შეიძლება ითქვას, სიმბოლური. რა თქმა უნდა შეურაცხმყოფელია ის რეზოლუცია, რომელიც გაჯერებულია ტყუილებით, არაზუსტი ინფორმაციით. ამაში მე დავინახე ირაციონალურობაც. ყოველგვარი გონივრულობა და რაციონალი ამ რეზოლუციაში არის ამოვარდნილი. ძალიან ბევრი ფაქტობრივი უზუსტობაა, ბევრი ტყუილი, რაც ჩემთვის არის ძალიან სამწუხარო”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
Post Views: 795