იტალიური მედიის ინფორმაციით, ვიქტორ ოსიმენმა საბოლოოდ გადაწყვიტა რომ კარიერა ლონდონის ჩელსიში გააგრძელოს.
ოსიმენი “პსჟ”-სა და “ჩელსის” შორის არჩევანს სწორედ ინგლისური გრანდის სასიკეთოდ აკეთებს.
ვიქტორის კუმირი დიდიე დროგბაა და სწორედ მისი მემკვიდრეობის გაგრძელება სურს ჩელსიში.
როგორც ცნობილია, ოსიმენის ნაცვლად ნაპოლიში რომელუ ლუკაკუ გადავა, რომელიც ამჟამად ჩელსის საკუთრებაა და რომაში იჯარით ასპარეზობს.
Post Views: 1,640