ქარის გამო, ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე მოქალაქე მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ნივთის დაცემის შედეგად დაშავდა – ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.
თვითმხილველების თქმით, ფეხით მიმავალ ახალგაზრდა კაცს DS გრუპის მშენებლობიდან ჩამოვარდნილი საგანი დაეცა. ბიჭმა გონება დაკარგა და ის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა.
გამოცემის ცნობით, მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნილი საგნების შედეგად დაზიანდა 2 ავტომანქანაც, მათგან ერთი მუნიციპალური ინსპექციის საკუთრებაა.
ფოტო: “ბათუმელები”
Post Views: 1,162