ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში ფიორენტინას ულამაზესი საჯარიმო დარტყმა გაუტანა და სტატისტიკური გვერდისგან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაც მიიღო.
ხვიჩამ 7.8 ქულა დაიმსახურა და ამჟამად იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის, საშუალო შეფასებებით მეორე ადგილზეა.
კვარა მხოლოდ ჩალჰანოღლუს ჩამორჩება, რომლის საშუალო შეფასება 7.70 ქულაა.
კვარაცხელიას და ლაუტარო მარტინესს ორივეს 7.49 ქულა აქვთ.
კვარაცხელიას გოლს+ასისტი 17 დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.
საჯარიმო დარტყმებით გატანილი გოლების მიხედვით კვარა მე-5 ადგილზეა. ხვიჩას სულ 3 მცდელობა ჰქონდა და აქედან ერთი გოლად აქცია.
კარში საშუალოდ ყველაზე მეტჯერ იტალიის ჩემპიონატში კვარაცხელია ურტყავს. ხვიჩას ანგარიშზე საშუალოდ 3.7 დარტყმაა.
კარში ზუსტ დარტყმას რაც შეეხება, აქ ქართველი ვარსკვლავი მე-3 ადგილზეა და საშუალოდ კარის ჩარჩოში თამაშში 1.4-ჯერ ურტყავს ზუსტად.
საგოლე მომენტის შექმნას რაც შეეხება, კვარა აქაც ტოპ 5 ფეხბურთელშია და მე-4 ადგილზეა 11 საგოლე მომენტით.
წარმატებულ დრიბლინგს რაც შეეხება, კვარა იტალიის ჩემპიონატში საუკეთესოა და მატჩში საშუალოდ 2.9 დრიბლინგს ახორციელებს 51 % სიზუსტით.
კვარაცხელიამ საკუთარი გუნდისთვის ორჯერ შეძლო თერთმეტმეტრიანის გამკომუშავება, რაც ლიგაში მე-3 საუკეთესო შედეგია.