კონტემ დაიყოლია და კვარაცხელიამ ნაპოლიში დარჩენა გადაწყვიტა – რას წერს იტალიური გამოცემა

კონტემ დაიყოლია და კვარაცხელიამ ნაპოლიში დარჩენა გადაწყვიტა – რას წერს იტალიური გამოცემა

ნეაპოლური გამოცემა CalcioNapoli24.it გუნდთან ახლო ურთიერთობით არის ცნობილი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს და ამბობს რომ კვარა ნაპოლიში რჩება.

მიუხედავად იმისა, რომ კვარაცელიას პსჟ-ში გადასვლა სურდა, ნაპოლის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ქართველი დაიყოლია და უთხრა რომ არსად არ წასულიყო.

“ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლიში დარჩენა გადაწყვიტა. ქართველმა მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. ანტონიო კონტემ უდავოდ ფუნდამენტური როლი ითამაშა.” – წერს გამოცემა.

Leave a Comment