La Gazzetta dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მატეო პოლიტანომ ზაფხულში შესაძლოა ნაპოლი დატოვოს.
პოლიტანოს ყიდვა რომას სურს და თავად ფეხბურთელსაც სურს გუნდის გამოცვლა.
როგორც ცნობილია, მატეომ ნაპოლის ხელმძღვანელებისგან კლუბის დატოვებაზე თანხმობა მიიღო.
პოლიტანო გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა.
უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მატეო რომშია დაბადებული და დედაქალაქის კლუბში თამაში მისი ოცნებაა.
Post Views: 6,410