იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვიქტორ ოსიმენმა კარიერა შესაძლოა საუდის არაბეთში გააგრძელოს.
ოსიმენით პრემიერლიგის კლუბები ინტერესდებიან, თუმცა, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას საუდის არაბეთიდან ძალიან სარფიანი შეთავაზება აქვს.
როგორც ცნობილია, ინგლისური გრანდები ვერ ახერხებენ ვიქტორის გამოსასყიდი თანხის გადახდას, რომელიც 130 მილიონ ევროს შეადგენს.
არაბული კლუბი “ალ აჰლი” კი მზადაა ეს თანხა გადაიხადოს და თავად ვიქტორსაც იმაზე მაღალი ანაზღაურება მისცეს, რაც ნიგერიელ ფორვარდს ნაპოლიში აქვს.
Post Views: 2,757