ხვიჩა კვარაცხელიამ „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ნაკრების გარდა ნაპოლიზეც გააკეთა პატარა კომენტარი.
კვარაცხელია ამბობს რომ ნეაპოლელი გულშემატკივრისგან უდიდეს სიყვარულს გრძნობს და შეეცდება ისინი კარგი თამაშით რაც შეიძლება ხშირად გაახაროს.
ამ სიტყვების შემდეგ იტალიელებს იმედი ჩაესახათ და უკვე დარმწუნებულები არიან, რომ კვარაცხელია კარიერას ნაპოლიში გააგრძელებს.
კვარაცხელიას ეს თბილი სიტყვები ნეაპოლელებისადმი იტალიური მედიის განხილვის თემაა.
“დიადი კვარა, კარგია რომ რჩება”
“ფენომენი, იმედია დიდხანს გაგვახარებს” – წერენ ნეაპოლელი ქომაგები.
Post Views: 1,258