ხვიჩა კვარაცხელიას მამა, ბადრი კვარაცხელია “სპორტი იმედზე” გადაცემის სტუმარი იყო, სადაც შვილის მომავალზე გააკეთა კომენტარი.
“სიმართლე გითხრათ, ხვიჩასთან ამ თემაზე არ მისაუბრია, რადგან წინ ევროპის ჩემპიონატია. ხვიჩა პატარა ბიჭი არ არის და ამ საკითხს თვითონ გადაწყვეტს, დავჯდებით ოჯახი და დავილაპარაკებთ. ამას პირველად ვიტყვი, არ მინდა, რომ ნაპოლიში დარჩეს, ეს ნამდვილად არ მინდა. წელიწადში 4 მწვრთნელი შეიცვალა, ცოტა მაფიქრებს…მაგრამ ამას ხვიჩა გადაწყვეტს”, – განაცხადა ბადრი კვარაცხელიამ.
Post Views: 5,188