ფრანგული გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების შემტევი ზურიკო დავითაშვილი “ბორდოს” დატოვებს.
დავითაშვილი დიდი ალბათობით ფრანგულ “სენტ-ეტიენს” შეუერთდება, რომელიც საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში ასპარეზობს.
„სენტ ეტიენი“ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია და ჩემპიონის ტიტული 10-ჯერ აქვს მოგებული, რითაც მხოლოდ „პსჟ“-ს ჩამორჩება.
Post Views: 4,831