იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიაში ნაპოლის წარმომადგენლებსა და ხვიჩა კვარაცხელიას შორის ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით შეხვედრა შედგა.
როგორც ცნობილია, კვარაცხელიამ ნაპოლის შემოთავაზებაზე უარი განაცხადა. დე ლაურენტისი კვარაცხელიას წელიწადში 5 – 5.5 მილიონ ევროს ჰპირდებოდა თავისი ბონუსებით, რითიც წელიწადში კვარაცხელიას 7 მილიონი ევროს გამომუშავება შეეძლო.
გავრცელებული ინფორმაციით ხვიჩამ აღნიშნულზე უარი განაცხადა. მისთვის პრიორიტეტი “პსჟ”-ში გადასვლაა, რომლებიც თავის მხრივ ანაზღაურების სახით 11 მილიონ ევროს ჰპირდებიან და რაც მთავარია, სტაბილურად ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს.
Post Views: 17,846