დე ლაურენტისი ხვიჩას უარმა გაანაწყენა და შეიძლება ქართველი ასე დასაჯოს – რას წერს იტალიური გამოცემა

დე ლაურენტისი ხვიჩას უარმა გაანაწყენა და შეიძლება ქართველი ასე დასაჯოს – რას წერს იტალიური გამოცემა

მოგეხსენებათ, რომ იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიაში ნაპოლის წარმომადგენლებსა და ხვიჩა კვარაცხელიას შორის კონტრაქტის განახლების თაობაზე შეხვედრა შედგა.

როგორც ცნობილია, კვარაცხელიამ ამ ეტაპზეც უარით გაისტუმრა ნაპოლი, რადგან მისთვის “პსჟ”-ში გადასვლაა პრიორიტეტული.

ხვიჩას ნაპოლის წარმომადგენლებმა 5-5.5 მილიონი ევრო შესთავაზეს თავის ბონუსებიანად.

იტალიური გამოცემა “რეპუბლიკა” წერს, რომ დე ლაურენტისი პრობლემების დიპლომატიური გზით გადაჭრას ცდილობს, თუმცა შეუძლია “ძალისმიერ მეთოდებს” მიმართოს.

“კორიერე დელო სპორტის” ცნობით, “ნაპოლი” ადვილად ვერ შეელევა კვარაცხელიას და შესაბამის ზომებსაც მიმრთავს.

თუ ხვიჩამ ხელშეკრულება არ გაახანგრძლივა, ნაპოლი მას არ გაუშვებს და ხვიჩას მოუწევს არსებული ხელფასით გააგრძელებს ნაპოლიში ასპარეზობას.

შეგახსენებთ, რომ “პსჟ” თავის მხრივ კვარას 11 მილიონ ევროს სთავაზობს ანაზღაურების სახით.

Leave a Comment