გიორგი მამარდაშვილმა შესაძლოა კარიერა გერმანიაში გააგრძელოს.
როგორც ცნობილია, მიუნხენის “ბაიერნი” არის დაინტერესებული მამარდაშვილის შეძენით.
გიორგიმ “ბაიერნში” შესაძლო გადასვლაზე ახლახანს კომენტარიც გააკეთა და თქვა რომ იმ შემთხვევაში გადავიდოდა ამ გრანდში, თუ გუნდის ნომერ პირველი მეკარე იქნებოდა.
ახლახანს ცნობილი გახდა, რომ გუნდის პირველი მეკარე მანუელ ნოიერი აშშ-ში გადასვლასთან ახლოსაა და რამდენიმე ამერიკული კლუბისგან კარგი შემოთავაზება აქვს.
“ბაიერნის” გარდა მამარდაშვილის შეძენა ინგლისის პერმიერლიგის რამდენიმე კლუბსაც სურს, მათ შორის “ნიუკასლს” და “ლივერპულს”
Post Views: 3,378