ჯორჯინა როდრიგესი არგენტინაში დაიბადა, თუმცა ცხოვრების დიდი ნაწილი ესპანეთში გაატარა.
ჯორჯინა სანამ რონალდუს გაიცნობდა ბალეტით იყო დაკავებული და სხვადასხვა ფოტოსესიებში მონაწილეობდა.
კრიშტიანუს რჩეულს სოციალურ ქსელში 60 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.
ცნობილი ფაქტია რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი თავის მეგობარ გოგონას ყოველთვიურად 100 000 ევროზე მეტს ჩუქნის.
როგორც ცნობილია, წელიწადში ჯორჯინა 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს სხვადასხვა ფოტოსესიებსა და რეკლამებში.
ჯორჯინას უყვარს რონალდუსთვის სიურპრიზების გაკეთება და სულ ახლახანს, კრიშტიანუს ახალთახალი ავტომობილი აჩუქა.
წყვილი ერთად 2016 წლიდანაა და 4 საერთო შვილი ჰყავთ.
Post Views: 7,737