“პსჟ” არ ნებდება და კვარა-ოსიმენის დუეტის სანაცვლოდ ნაპოლის წარმოუდგენელ თანხას სთავაზობს

“პსჟ” არ ნებდება და კვარა-ოსიმენის დუეტის სანაცვლოდ ნაპოლის წარმოუდგენელ თანხას სთავაზობს

“პსჟ” როგორც ჩანს დანებებას არ აპირებს და ნაპოლის მორიგი შეთავაზებით მიმართავს.

“ტვიტერზე” ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი პაოლო ბარგიჯა წერს, რომ პარიზული გრანდი მზადაა ნაპოლის კვარაცხელია-ოსიმენის დუეტის სანაცვლოდ ჯამურად 200 მილიონი ევრო გადაუხადოს.

ვიქტორ ოსიმენი ნაპოლის დღემდე არ გაუყიდია, რადგან ნიგერიელი ფორვარდის სანაცვლოდ ევროპიდან სარფიანი შეთავაზება გუნდს ჯერ არ მიუღიათ.

ნაპოლის კვარაცხელიას დატოვება სურს და სავარაუდოდ ამ შეთავაზებასა და 200 მილიონზეც უარს იტყვის.

Leave a Comment