ნაპოლიმ რამდენიმე დღეა აქტიური ვარჯიშები დაიწყო.
ანტონიო კონტე საქმეს სერიოზულად უდგება და ფეხბურთელებს ვარჯიშებზე ბოლომდე ტვირთავს.
სოციალურ ქსელში არაერთი ფოტო გავრცელდა, თუ როგორი დაღლილები არიან ფეხბურთელები ყოველი ვარჯიშის შემდეგ.
კვარაცხელია ჯერ გუნდთან ერთად არ იმყოფება. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ქართველ ვარსკვლავს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დასვენების საშუალება მისცეს.
გუნდთან ერთად არ იმყოფება მატიას ოლივერაც, რომელიც კოპა ამერიკაზე ასპარეზობდა და ურუგვაელსაც დასვენების უფლება მისცეს.
Post Views: 3,695