ნაპოლის ახალწვეულმა ლეონარდო სპინაცოლამ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ერთ-ერთი კითხვა ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად თამაშს ეხებოდა. შეგახსენებთ, რომ სპინაცოლა მარცხენა მცველია და კვარასთან ერთად ფლანგს ჩაიბარებს.
“ხვიჩას შეუძლია ამიერიდან მეტოქის კართან უფრო მეტი დრო გაატაროს. მასთან ერთად თამაში მაინტერესებს. ვფიქრობ რომ მე და ხვიჩა ფლანგზე ერთად კარგად გავერთობით” – ამბობს 31 წლის სპინაცოლა.
Post Views: 3,849