ნაპოლის ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო მეგობარი ტოვებს – რას წერს იტალიური მედია

ნაპოლის ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო მეგობარი ტოვებს – რას წერს იტალიური მედია

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნაპოლის დანიელი შემტევი ლინდსტრომი ტოვებს.

ლინდსტრომს დიდი სათამაშო დრო არ ეძლეოდა და ამჯერად ძალებს ინგლისის პრემიერლიგაში მოსინჯავს.

24 წლის შემტევი სულ მალე გაივლის სამედიცინო შემოწმებას “ევერტონში”.

იასპერ ლინდსტრომი განსაკუთრებულად მეგობრობს ხვიჩა კვარაცხელიასთან. ხშირად წააწყდებით ფოტოებს, სადაც ვარჯიშსა თუ სხვაგან ქართველი და დანიელი მუდამ ერთად არიან.

Leave a Comment