მსახიობი და ტელეწამყვანი კახა კინწურაშვილი ბოლოდ ღეების მანძიზლე განხილვის თემად იქცა. “იმედის” პირდაპირ ეტერში კინწურაშვილმა მთავრობა გააკრიტიკა და ის რომ ევროკავშირში არ მიგვიღეს მთავრობას დააბრალა.
აღნიშნულს სოციალურ ქსელის მომხარებელი ნუნუშა ვასაძე გამოეხმაურა და მსახიობს პოსტი მიუძღვნა :
“რომ გლანძღავენ და იძახიან, იმედიდან წავიდესო, ამას არ ვეთანხმები, მაგრამ აუცილებლად უნდა იცოდე, რომ საშინელი ხალხის შექმნილი ტრენდის გავლენის ქვეშ ხარ და სინამდვილეში შენი აზრი არ გაგაჩნია…
უმოკლესად რომ აგიხსნა: ევროპული პერსპექტივა კომისიის დასკვნაში, როგორც ამბობ, არ ყოფილა იმ ხალხის დამსახურება, რომლებმაც ამოასუნთქეს ეს ქვეყანა, შავბნელ წარსულს ჩააბარეს ადამიანების დაშინება, წამება, ბიზნესის რეკეტი, ჟურნალისტების ერთ ხმაში ლაპარაკი, ტელევიზიიებში შევარდნა და წართმევა, მოკლედ აღარ გავაგრძელებ, ათასი უბედურება… არ ყოფილა მთი დამსახურება, ვინც შეძლო მიგვეღო ასოცირების შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ვინც კონსტიტუციაში ვალდებულების სახით ჩაწერა, რომ ჩვენი მომავალი ევროპაა! ეს თურმე არაფერი, მხოლოდ 9 აპრილი ყოფილა. ხელისუფლებამ მხოლოდ ცუდზე უნდა აიღოს თურმე პასუხისმგებლობა, კარგი როგორ შეიძლება მათ მივაწეროთ, რას იტყვიან ნაცები
ბევრი რომ არ გამიგრძელდეს, ბოროტი ხალხის და ამ ქვეყნის მტრების შექმნილი ნარატივის გავლენის ქვეშ ხარ და საკუთარი აზრის შექმნა არ გაწყენდა არც შენ და არც შენნაირებს.”