ნეაპოლური გამოცემა ilnapolista ნაპოლის ვარჯიშების შესახებ წერს.
გამოცემა იუწყება, რომ ფიზიკური დატვირთვების გამო ვარჯიშზე რამდენიმე ფეხბურთელს პრობლემა შეექმნა.
ანტონიო კონტე ნაპოლის ფეხბურთელებს დასვენების საშუალებას არ აძლევს და ფიზიკურად ძალიან ტვირთავს.
აღნიშნული ნეაპოლური გამოცემა წერს, რომ კვარაცელია სიცხისგან ძალაგამოცლილი ჩანდა და ასევე მცირე ტრავმაც მიიღო, რომელიც მალევე მოიშუშა და ვარჯიშს დაუბრუნდა.
ვარჯიშის გაგრძელება კი ვერ შეძლო მატეო პოლიტანომ, რომელმაც კონტეს აღნიშნა რომ მეტი აღარ შეეძლო.
ასევე პრობლემა შეექმნა ზამბო ანგისას, რომელსაც ბევრი სირბილის შემდეგ კუნთი დაეჭიმა.
Post Views: 5,259