იტალიური გამოცემების თანახმად, ნაპოლი სულ მალე ხვიჩა კვარაცხელიას ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს გაუფორმებს.
როგორც ცნობილია, თავად კვარაცხელიაც მოხიბლულია ანტონიო კონტეს დანიშვნით. ქართველი კონტეს გუნდში მთავარი ვარსკვლავი იქნება.
ნეაპოლელები ხვიჩას წლიურ გასამრჯელოდ 5.5 მილიონ ევროს სთავაზობენ, რასაც დაემატება სხვადასხვა სახის ბონუსები.
იტალიური გამოცემების მიხედვით, კვარაცხელიას გარემოცვას წლიური 8 მილიონი ევრო სურს ხელფასის სახით, თუმცა როგორც ჩანს, მხარეები კონკრეტულ თანხაზე მაინც შეჯერდებიან.
Post Views: 12,267