ხვიჩაზე გაცილებით მეტი – რა ანაზღაურებას მიიღებს ლუკაკუ “ნაპოლიში” გადასვლის შემდეგ

ხვიჩაზე გაცილებით მეტი – რა ანაზღაურებას მიიღებს ლუკაკუ “ნაპოლიში” გადასვლის შემდეგ

მოგეხსენებათ, რომ რომელუ ლუკაკუ სულ მალე “ნაპოლის” რიგებში ოფიციალურად ჩაირიცხება.

ნაპოლის ეს ტრანსფერი ჯამურად დაახლოებით 45 მილიონი ევრო დაუჯდება.

იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ლუკაკუს ანაზღაურება ნეაპოლურ კლუბში დაახლოებით 8 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას ახალი კონტრაქტის შესახებ შეხვედრა რამდენიმე დღეში უნდა მოხდეს, რომლის შემდეგაც ქართველს ანაზღაურება გაეზრდება.

Leave a Comment