ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ხვიჩა კვარაცხელიას ახალი ხელშეკრულკების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„ნაპოლისა და კვარაცხელიას წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი მომდევნო დღეებში გაიმართება. მხარეები ეცდებიან შეთანხმდნენ ხელშეკრულებაზე, რომელიც 2029 წლამდე იქნება გათვლილი. კვარაცხელია ყოველწლიურად 7 მილიონ ევროს მიიღებს, ბონუსების ჩათვლით“, – წერს იტალიელი ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ უკვე შეძლო თავის გამოჩენა და ბოლონიას წინააღმდეგ გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.
Post Views: 2,206