“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ “პარმასთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.
“კვარა კარგი ბიჭია, მას მომავალში გაზრდა და უფრო გაუმჯობესება სურს. ხვიჩას მთელი ცხოვრება წინ აქვს რომ ტოპ კლასის ფეხბურთელი გახდეს.
ვცდილობ კვარაცხელიას უფრო მეტი სივრცე შევუქმნა სტადიონზე, რადგან თუ კვარაცხელიას ერთ პოზიციაზე დააყენებ, მეტოქე მცველები მას შეისწავლიან და ხვიჩას წინააღმდეგ დაცვას გაასამმაგებენ. ხვიჩას დიდი პოტენციალი აქვს.
კვარა როგორც ფეხბურთელი, ასევე პიროვნულადაც კარგი ბიჭია და ამ მხრივ გაზრდა კიდევ შეუძლია. ის მხოლოდ 23 წლისაა, ჩვენ გაგვიმართლა, რომ ის ჩვენთან არის” – ამბობს კონტე.
Post Views: 1,749