გიორგი ქოჩორაშვილი რამდენიმე თვის წინ დათო გორგილაძის გადაცემას სტუმრობდა, სადაც არაერთ საინტერესტო თემაზე ისაუბრა.
ქოჩორამ თავისი რჩეულის, სანდრას შესახებაც გააკეთა კომენტარი :
“ჩემი შეყვარებული ხშირად მეუბნება, აი, რონალდინიო თამაშის დროს სულ იცინის, შენ რატომ არ იცინიო? მე ენერგიას ვხარჯავ კონცენტრაციაზე, დისციპლინაზე. რონალდინიოსთვის თავისუფლებაა მთავარი, რომ მერე მოედანზე ისიამოვნოს. მე კონცენტრაცია მინდა, რომ მთელი გონებით იქ ვიყო.
როდესაც მარტო ვიყავი, სანდრაც არ არის ყოველთვის ჩემთან ერთად, ვიტანჯებოდი იმაზე ფიქრით, რომ მაღალი დონის ფეხბურთელი გავმხდარიყავი. ეს იყო მეორე გუნდში ყოფნისას ლევანტეში. ნაკრებში რომ არ მიწევდა თამაში, იმ დროს. თითქოს ყველაფერს ვაძლევდი ფეხბურთს და ის არ მიბრუნებდა სიყვარულს. მერე რომ დავფიქრდი, მივხვდი, ფეხბურთს მოსაცემი აღარაფერი აქვს, მან უკვე მომცა ყველაფერი. მადლობა ღმერთს, რომ ხალხი ასე მხვდება. ის შრომა რაც ჩადებულია, ღირდა…” – გიორგი ქოჩორაშვილი.” – ამბობს ქოცორაშვილი