“ბოლო წლებში რამდენჯერ გინახავთ ეს ? მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო რომ არის გასაგებია, მაგრამ მაყურებლების დიდ ნაწილს იმიტომ უყვარს კვარაცხელია რომ..” – რას წერს ქართველი კომენტატორი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ

ქართველი კომენტატორი ანდრო ხელაძე სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას გოლს ეხმაურება და წერს.

“მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო რომ არის გასაგებია, მაგრამ მაყურებლების დიდ ნაწილს იმიტომ უყვარს კვარაცხელია რომ ხშირად ძველი, გადაშენებული სტილით თამაშობს ფეხბურთს.

მახსოვს ბავშობაში 10-დან 9 გოლი ფორვარდებს ასეთ სტილში გაჰქონდათ, მაგრამ ბოლო წლებში რამდენჯერ გინახავთ ჭვინტით (“ნასოკით”) გატანილი გოლი? მითუმეტეს არა სტრაიკერისგან, არამედ გარემარბისგან?

ნოსტალგიური და ძალიან სასიამოვნოა კვარაცხელიას ფეხბურთი, თან მუდმივად განახლებადი, სიურპრიზებით სავსე.” – წერს ანდრო

Leave a Comment